რეზონანსი
20.02.2019

 თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სროლისას დაჭრილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი პირი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა მძიმეა.

გუშინ, ვერცხლის ქუჩაზე სროლისას, ერთი პირი, ზვიად ჯაფარიძე დაიღუპა, ერთი მამაკაცი კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ზვიად ჯაფარიძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირი იყო, შესაბამისად, არ გამორიცხავენ, მკვლელობა შურისძიებას უკავშირდებოდეს.

"მარშალპრესის" ცნობით, მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×