რეზონანსი
20.02.2019

 ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალიდან პაციენტი დაიკარგა. ამის შესახებ „TV 25”-ს ახლობლებმა აცნობეს. 78 წლის კაცი დაწესებულებაში გუშინ გვიან ღამით, გულის უკმარისობით მოათავსეს, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული. ხანდაზმული სამედიცინო დაწესებულების პალატიდან დღეს, დილით ისე გავიდა, რომ ამის შესახებ პერსონალს და დაცვის სამსახურს არაფერი გაუგია.

როგორც ახლობლები აცხადებენ, დაკარგულ პაციენტს ახლა ბათუმის ქუჩებში უშედეგოდ ეძებენ.

ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო ჰოსპიტალის პრესცენტრმა ფაქტის შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×