რეზონანსი
19.02.2019

 ვერცხლის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ერთ-ერთ სამუშაო ვერსიად შურისძიება სახელდება. ზვიად ჯაფარიძე წარსულში რამდენჯერმეა ნასამართლევი და შესაძლოა, მკვლელობა კრიმინალურ გარჩევას უკავშირდებოდეს.

ერთ-ერთი ვერსიით თავდამსხმელები ჯაფარიძეს აედევნენ, რომელიც კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებოდა და სროლის შემდეგ მანქანით მიიმალნენ. რუხი "ფოლკსვაგენი", რომლითაც თავდამსხმელები გადაადგილდებოდნენ, პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვა. ამ ტერიტორიაზე არის სათვალთვალო კამერაც და ის სავარაუდოდ თავდამსხმელების მანქანიდან გადმოსვლის მომენტს დააფიქსირებდა. მანქანა დაზიანებულია, ის სავარაუდოდ შლაგბაუმს დაეჯახა.

 „კურიერის“ ინფორმაციით ზვიად ჯაფარიძე 1991, 2006, 2013, 2016 წლებში 4-ჯერ, ყაჩაღობის, ქურდობის, გამოძალვისა და ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებითაა გასამართლებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×