რეზონანსი
19.02.2019

ზვიად ჯაფარიძე, რომელიც დღეს ვერცხლის ქუჩაზე მოკლეს მთაწმინდელია.  თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქროს უბანში დავით კლდიაშვილის 3 ნომერში ცხოვრობდა.  ჯაფარიძეს დარჩა მეუღლე და 2 შვილი. ისინი დავით კლდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებლად დაახლოებით 5 წლის წინ გადავიდნენ. იმ დროისთვის ზვიად ჯაფარიძე პატიმრობაში იმყოფებოდა. ქმრის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ მედიით შეიტყო. 

"პრაიმტაიმთან" საუბარში მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს მეზობლები დადებით და უკომფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ. თბილისში მცხოვრები ზვიად ჯაფარიძე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი. მათ შორის ნასამართლევია 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელსაც. 2006 წელს ნასამართლევია - ყაჩაღობის ბრალდებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, გამოძალვისა  და ძალადობის ბრალდებით. ასევე, ნასამართლევია ქურდობისთვის. 

ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×