რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი" ფიგურირებს. ეს მანქანა სამართალდამცველებმა გარეკამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს. ინფორმაციას "იმედი ნიუსი" ავრცელებს.

ამჟამად გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათგან ერთ-ერთი შურისძიებაა.

ვერცხლის ქუჩაზე დღეს 50 წლის ზვიად ჯაფარიძე მოკლეს. საქმეზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო - განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით.

მოკლული არაერთგზის ნასამართლევია.

კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×