რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მაამაკაცი 50 წლის ზვიად ჯაფარიძეა, რომელიც წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მათ შორის ნასამართლევია 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელსაც. 2006 წელს ნასამართლევია - ყაჩაღობის ბრალდებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით. ასევე, ნასამართლევია ქურდობისთვის.

ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას.

ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მისამართით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×