რეზონანსი
19.02.2019

 ვერცხლის ქუჩაზე მოკლული 50 წლამდე მამაკაცის ვინაობა გაირკვა. ის თბილისში მცხოვრები ზვიად ჯაფარიძე გახლავთ. მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი. "პრაიმტაიმის" ჩვენი ინფორმაციით, ჯაფარიძე წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის რამდენჯერმე იხდიდა სასჯელს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას. 

ცოტა ხნის წინ ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მისამართით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×