რეზონანსი
19.02.2019

 ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ავტომობილიდან ესროლეს. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 9 ჭრილობა აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს 1 ტყვია აქვს თავში მოხვედრილი. მოკლული დაახლოებით 30-40 წლისაა.

ვერცხლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებაა და საკმაოდ დიდი ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ადგილზე მუშაობენ კრიმინალისტები, უახლოეს წუთებში ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×