(რეზონანსი) გორში მომხდარ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ოჯახის მეზობლები აცხადებენ, 16 წლის გოგონა ხალათის ქამრით ჩამოკიდებული დედამ იპოვა. ოჯახის მეზობლებმა არ იციან რა შეიძლებოდა გამხდარიყო მოზარდის სუიციდის მცდელობის მიზეზი.
ისინი ოჯახში კონფლიქტს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ მშობლებთან მოზარდს კარგი ურთიერთობა ჰქონდას.
„ძალიან კარგი ოჯახია, სულ სითბოში და სიყვარულში გაზარდეს ეს ბავშვი. საღამოს საჭმელი უნდა ეჭამათ და დედამ ააკითხა ოთახში, სადაც ხალათის ქამრით დაკიდებული იპოვა."-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან" საუბრისას .
შეგახსენებთ, გორში 16 წლის გოგონამ და ბიჭმა თვითმკვლეობა წუხლე ღამით სცადეს. ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია, გოგანა კი უკიდურესად მძიმედაა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები შეყვარებულები არიან. 16 წლის გოგონას შეყვარებულმა, სამხედრო ჰოსპიტალთან ვენები მას შემდეგ გადაიჭრა, რაც გოგონას მიერ სუიციდის მცდელობის შესახებ შეიტყო.