(რეზონანსი) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 20 თებერვლიდან ქარი ჩადგება.
დღეს, დღის ბოლომდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნდება დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. თბილისში დღის ბოლომდე იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 20-25მ/წმ, ხოლო ქალაქის გარეუბნებში 28 მ/წმ-ია მოსალოდნელი.
20 თებერვალს, ღამის და დილის საათებში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი და ნისლი აღინიშნოს.
20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა, მცირე ნალექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს.
21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება.