რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი)„ენგურჰესის" დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, ხვალიდან ოკუპირებულ აფხაზეთში დენის მიწოდება მომხმარებლებისთვის გრაფიკით განხორციელდება. ამის მიზეზი „ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა.

„წყალსაცავში დარჩენილია 15-20 დღის მარაგი. ეს დამოკიდებული იქნება ამინდზე და შემოდინებაზე. რაც შეეხება აფხაზეთს, ხვალიდან გეგმავენ შეზღუდვებს. იმპორტის თემაზეც მუშაობენ, ჯერ არ ვიცი რამდენად შეძლებენ. მაგრამ შეზღუდვები ნამდვილად იქნება. დაახლოებით 1-1.2 მილიონი კვტ.სთ-ის შეზღუდვაზეა საუბარი დღე-ღამის განმავლობაში", - განაცხადა მებონიამ.

ზამთრის თვეებში აფხაზეთის ენერგომომარაგება განსაკუთრებით იზრდება. შედეგად, „ენგურჰესზე" გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად რეგიონს მიეწოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×