რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) „თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ.

"მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოსმენილ იქნას ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით. მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში", - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით დღეს „ევროპულმა საქართველომ" მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×