რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის მსხვილი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება ხდება.

„თიბისი ბანკის" საქმეზე საუბრისას რომან გოცირიძემ უმრავლესობას მოუწოდა „შეეშვას სახიფათო თამაშს".

„ასეთი სქემებით ხდება, ფაქტობრივად, ქვეყნის მთავარი ბიზნეს-სტრუქტურების ხელში ჩაგდება და ახლა მიადგნენ „თიბისი ბანკსა" და იმ პროექტებს, რომლებსაც ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვაფრთხილებთ საქართველოს ხელისუფლებას - შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის არ ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. კეთილი ინებეთ და გამოფხიზლდით უმრავლესობა", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×