რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ხვდება. პირისპირ შეხვედრა ელისეს სასახლეში უკვე დაიწყო.

შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის" დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტები შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ.

მანამდე, სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის სენატის პრეზიდენტმა, ჟერარ ლარშემ უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე ლიდერ ქალებს შეხვდა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (SciencesPo) საჯარო ლექციაც წაიკითხა.

ამასთან, გუშინ დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჯიტ მაკრონმა ელისეს სასახლეში უმასპინძლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×