რეზონანსი
19.02.2019

 (რეზონანსი) უზენაესი სასამართლო განიხილავს ქონებრივ დავას, რომლის ერთ მხარეს დგას მამა, მეორე მხარეს კი მისი არასრულწლოვანი შვილი.

ყველაფერი დაახლოებით ხუთი წლის წინ, ბავშვის დედის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. არასრულწლოვანმა საკუთარი მამა არაერთხელ ამხილა ძალადობაში, რის გამოც სახლში საპატრულო პოლიცია რამდენჯერმე გამოიძახეს. საქმეს სწავლობდა პროკურატურაც, თუმცა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის დაკისრებია.

რაც შეეხება ქონებას, საუბარია კერძო სახლზე, რომელიც მამამ გადაიფორმა, ბავშვი კი იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო.

სასამართლოში არასრულწლოვანის ინტერესებს T&M-ის იურისტი თამაზ ურთმელიძე იცავს. მისი თქმით, ქონებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ბავშვის სარჩელი დააკმაყოფილა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება გააუქმა, დავა კი ამჯერად უზენაეს სასამართლოში გრძელდება.

"შვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი, ვინაიდან ის მამას ადანაშაულებს ძალადობაში, მათ შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში. პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დარჩა ეს ბავშვი. სახელმწიფო ამ საქმეში პოზიტიურ როლს თამაშობს და ნამდვილად იყო რეაგირება სხვადასხვა უწყების მხრიდან, თუმცა დავა ამჟამად მიმდინარეობს სასამართლოში კონკრეტულ ქონებაზე, რომელიც მამამ თავის სახელზე გადაიფორმა. ეს სახლი თავის დროზე ბავშვს ჩუქების ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული. მამა ამბობს, რომ თითქოს მისმა არასრულწლოვანმა ვაჟმა შეურაცხყოფა მიაყენა და უმადურობის პრინციპიდან გამომდინარე, ქონების უკან გადმოფორმებას აქვს კანონიერი საფუძველიო. აი, ამ საფუძვლით ცდილობს შვილისთის ქონების ჩამორთმევას", - ამბობს "პრაიმტამთან" თამაზ ურთმელიძე.

ბავშვის გადმოცემით კი კონფლიქტის დაწყების ეტაპზე, მამა მას ფიზიკურად უსწორდებოდა, გაუტეხა თავი და დასჭირდა ოპერაცია ცხვირზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×