რეზონანსი
19.02.2019

 რაჭაში 21 წლის მამაკაცი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. შოთა სამხარაძე კურორტ ონის ტერიტორიაზე 14 იანვრის ღამეს გაუჩინარდა. როგორც 1-ელ არხთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ტარიელ დალაქიშვილმა განაცხადა, დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სამძებრო სამუშაოები აღდგება.

"იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ექნება რაიმე დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის შესახებ, ჩვენ აღვადგენთ სამძებრო სამუშაოებს", - განაცხადა ტარიელ დალაქიშვილმა პირველ არხთან.

21 წლის მამაკაცი  ძველით ახალი წლის ღამეს დაიკარგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სამძებრო სამუშაოები 10 დღის მანძილზე აწარმოა, ძებნაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობაც, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×