20 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 18-19 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ნარჩუნდება ნალექი, მთიან და მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან იქროლებს დასავლეთის ქარი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი.
18-19 თებერვალს, დედაქალაქში უმეტესად მოსალოდნელია უნალექო ამინდი. თუმცა, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი და გარეუბნებში შესაძლებელია, ძალიან ძლიერი ქარიც იყოს.
დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს 20 თებერვლიდან.
20-21 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს 15 გრადუსამდე.
22 თებერვლიდან ისევ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.