რეზონანსი
19.02.2019

 გორში ორმა თანაკლასელმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა წუხელ გორის ცენტრალურ უბანში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმა არასრულწლოვანმა ვენები გადაიჭრა, მეორემ კი თავის ჩამოხრჩობა სცადა.

გოგონა სახლის ერთ-ერთ ოთახში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან ოჯახის წევრები შევიდნენ და უგონო მდგომარეობაში ნახეს. ოჯახის წევრებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ახლობლები ვერ საუბრობენ თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხდარის მიზეზი.

 16 წლის გოგონა და ვაჟი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არიან შეყვანილი. მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×