რეზონანსი
19.02.2019

 დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სასამართლო ხელისუფლების მიერ დანიშნული თავმჯდომარე უწოდა, რასაც კომიტეტზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ვის რა უნდა ასწავლო. შენ მართლა აქ შენი თავი მართლა დირექტორი ხომ არ გგონია. უმრავლესობის არჩეული დანიშნული კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და კეთილი ინებე, ჩვენ მოგვისმინე, რადგან ჩვენ გასწავლით და შენ ვერ გვასწავლი. მე გასწავლი, როგორ უნდა კოლეგებთან ურთიერთობა და პოლიტიკის კეთება. დაიცავით კორექტულობა. დანიშნულები ხართ იმ მიზნით, რომ სასამართლო დაიცვათ. რასაც ვუყურებთ, ეს არის იურიდიული კომიტეტის რეპუტაციის თვალსა და ხელშუა დანგრევა“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილს ანრი ოხანაშვილმა მოკლე რეპლიკით უპასუხა და პროცედურის დაცვისკენ მოუწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×