რეზონანსი
19.02.2019

 დავით ჭიჭინაძემ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტია „ქართული ოცნებიდან“ მისი გარიცხვა გაიხსენა.

„მამუკა მდინარაძემ საჯაროდ თქვა, პარტიიდან გავრიცხეთო. უმრავლესობიდან მე თვითონ გავედი. ერთი რამ იცოდეთ, წავედი, რომ დავბრუნდე და მოვაყენებ ხალხს, ესეც კარგად დაიმახსოვრე“, – მიმართა მდინარაძეს ჭიჭინაძემ.

თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმულირება არ ახსოვს.

დავით ჭიჭინაძე პარტია „ქართული ოცნების“ რიგებიდან გასულ წელს გარიცხეს, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა თავად დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×