რეზონანსი
18.02.2019

ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია აბასთუმანში სასტუმროს ააშენებს. კომპანიამ „სანაპიროს ხედი“ კურორტზე უძრავი ქონება 3.54 მლნ ლარად შეიძინა. სამი მიწის ნაკვეთი (23 585 კვ/მ) და შენობები ფალიაშვილის ქუჩა N40-სა და მის მიმდებარედ არის განთავსებული.

პირობის მიხედვით, 2019 წლის 1-ელ ივლისამდე უნდა მოხდეს არსებული შენობების დემონტაჟი, მიწის ნაკვეთების დეზინფექცია და კულტივაცია.

ამის შემდეგ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. აშენდება სასტუმრო  (რომელიც უნდა  მოიცავდეს 1 ერთეულ სასტუმრო დანიშნულების შენობას) ან არაუმეტეს 2  ერთეული საცხოვრებელი სახლი. ამავდროულად, საპრივატიზებო ქონებაზე შესაქმნელი შენობა/შენობები არ უნდა მოიცავდეს მრავალბინიან სახლს.

კომპანია „სანაპიროს ხედის“  მფლობელია „ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელი“, რომელიც ქართველ მილიარდელთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელებს შორისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×