რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) ე.წ."ციანიდის საქმეზე" ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ზიარების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და საზოგადოებას მადლობას უხდის თანადგომისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გაავრცელა.

"მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ღმერთმა გაგახაროთ. ზიარება მივიღე და შვებას ვგრძნობ. უზიარებლობა მიმძიმდა. აწი, ღმერთი როგორც ინებებს, ყველაფერი მისი ნებაა",- აცხადებს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

17 თებერვალს კი ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×