რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის გა­და­ცე­მა "ახა­ლი კვი­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­დინ­გის" ბრალ­დე­ბით გა­სულ წელს თბი­ლის­ში ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვეს. ის ერთ-ერთ ცნო­ბილ სუ­პერ­მარ­კეტ­ში მო­ლა­რედ მუ­შა­ობ­და და სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 24 მო­ქა­ლა­ქის პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბით, 10 ათას ლარ­ზე მეტი მი­ით­ვი­სა. "ქარ­დინ­გი" პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის მო­ნა­ცე­მე­ბის უნე­ბარ­თვოდ მო­პო­ვე­ბას გუ­ლის­ხმობს და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს შო­რის იყო გი­ორ­გი მი­რაშ­ვი­ლიც, რო­მელ­მაც "ახალ კვი­რას­თან" ისა­უბ­რა.

"ჩემი ან­გა­რი­ში­დან გან­ხორ­ცი­ელ­და სამი ტრან­ზაქ­ცია, ჩა­მო­იჭ­რა 600 ლარი. თან­ხა ჩა­ი­რი­ცხა ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის მომ­ხმა­რებ­ლის პი­რად ან­გა­რიშ­ზე. მივ­მარ­თე ბანკს, რო­მელ­მაც მირ­ჩია, გან­ცხა­დე­ბა და­მე­წე­რა პო­ლი­ცი­ა­ში, რის შემ­დე­გაც და­მე­რი­ცხე­ბო­და ან­გა­რიშ­ზე თან­ხა, რო­მე­ლიც ბა­რა­თის და­ზღვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მე­კუთ­ვნო­და. აღიძ­რა საქ­მე, თუმ­ცა რო­გორ დამ­თავ­რდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, არ ვიცი. ჩემ­თვის აღა­რა­ვის მო­უ­მარ­თავს. ბან­კმა წარ­დგე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამი­ნა­ზღა­უ­რა მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა, რაც მათი და­ზღვე­ვის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით მე­კუთ­ვნო­და - 400 ლარი",, - ყვე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში მო­ლა­რე ფა­რუ­ლად ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, უკა­ნო­ნოდ და­ე­უფ­ლა პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, შემ­დეგ კი თაღ­ლი­თუ­რი გზით თან­ხის გა­ნაღ­დე­ბაც შეძ­ლო. გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ სუ­ლაშ­ვი­ლი იმ სქე­მა­ზე სა­უბ­რობს, რა­საც ახალ­გაზ­რდა ქალი თან­ხის მით­ვი­სე­ბის­თვის იყე­ნებ­და:

"ამ შემ­თხვე­ვა­ში, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და რამ­დე­ნი­მე ციფრს. პლას­ტი­კუ­რი ბა­რა­თის ერთ მხა­რეს და­ტა­ნი­ლი არის 16-ციფ­რი­ა­ნი კოდი, მას არ სჭირ­დე­ბო­და თექ­ვსმე­ტი­ვეს და­მახ­სოვ­რე­ბა, თუმ­ცა, მე­ო­რე მხა­რეს ამოტვიფ­რუ­ლი სა­მი­ვე ციფ­რის და­მახ­სოვ­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. ის მყიდ­ველს არ აძ­ლევ­და ქვი­თარს, თა­ვად იტო­ვებ­და და ქვი­თარ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ ციფ­რებს უმა­ტებ­და და­მახ­სოვ­რე­ბულ ციფ­რებს. ამის შემ­დეგ ის თან­ხას რი­ცხავ­და ერთ-ერთი ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნოს არა­ვე­რი­ფი­ცი­რე­ბულ ან­გა­რიშ­ზე, რომ­ლის უკა­ნაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, პი­როვ­ნე­ბა არ დგას და იმი­ტი­რე­ბუ­ლი თა­მა­შის მეშ­ვე­ო­ბით „აგებ­და" მას­თან ამ თან­ხას.

სა­ბო­ლო­ოდ, მო­გე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა თან­ხას სა­კუ­თარ, უკვე ვე­რი­ფი­ცი­რე­ბულ ან­გა­რიშ­ზე რი­ცხავ­და", - ამ­ბობს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ნი­კო­ლოზ სუ­ლაშ­ვი­ლი.

მოლარემ სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე სა­ბო­ლო­ოდ 10 000 ლა­რის გა­და­რი­ცხვა მო­ა­ხერ­ხა და რო­გორც ირ­კვე­ვა, მან ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კის კლი­ენ­ტე­ბის და­ზა­რა­ლე­ბა შეძ­ლო, თან­ხის გა­ნაღ­დე­ბა კი ინ­ტერ­ნეტ­ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის სა­მა­გი­დო თა­მა­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ა­ხერ­ხა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს თან­ხა და­უბ­რუნ­და.

ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გამო, მო­ლა­რე გო­გო­ნას 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×