რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) ე.წ. მატროსოვის ციხის პატიმრებს სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში გადაანაწილებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, „მატროსოვი" ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მისი სხვა ადგილას გადატანა იგეგმება. თუ სად გადაიყვანენ პატიმრებს, ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების №9 დაწესებულებაში, იგივე „მატროსოვის ციხეში", რომლის ძირითადი ნაწილი ნახევრად ღია ზონას წარმოადგენს, სასჯელს ძალოვანი უწყების თანამშრომლები და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები იხდიან, მათ შორის ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გოგა ონიანი, ირაკლი ფირცხალავა. ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

 

წყარო: interpressnews.ge

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×