რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) კასპის რაიონში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, წინასწარი ინფორმაციით ის კლდიდან გადავარდა.

„ნიუპოსტის" კორესპონდნეტის ცნობით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. სოფელ ახალციხის მკვიდრის ცხედარი ცხავერის ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.

ადგილობრივების ინფორმაციით, 55 წლის მამაკაცი სალოცავში იმყოფებოდა და რა დროსაც შეფმთხვევა მოხდა.

გარდაცვლილის ცხედარი გორის პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება.

როგორც შსს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×