რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) ავსტრიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი ლია გულუა აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო. ლია გულუას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ქართველი სოპრანო თამარ ივერი ავრცელებს.

"ღმერთო, რა სიმბოლურია შენი სიტყვები "ჩემი ბოლო ლაივი". ჩემო ყველაზე ლიბერალურო ადამიანო. შენ გიყვარდა ყველა დაჩაგრული, ღარიბი. გვერდზე ედექი სირიელ ლტოლვილებს, მათთვის შეჰქმენი ეგ თავისუფალი აკადემია რომ ლტოლვილ ბავშვებს უფასოდ ესწავლათ შენთან ხატვა, ძერწვა და ხელობა. გვერდზე ედექი ყველა შავკანიანს, მუსულმანს, ებრაელს, უმცირესობებს, ყველას, ყველას. ტრანსპარანტებით იდექი რუსული ოკუპაციის თემებზე ვენის ცენტრში... საოცრად პირდაპირი, ზოგჯერ ხისტი, ზოგჯერ ბავშვივით მიამიტი. მშვიდობით, ჩემო მეამბოხე, რევოლუციურო, ლიბერალური სულის მეგობარო. ძალიან, ძალიან მომენატრები იცოდე", - წერს თამარ ივერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×