რეზონანსი
18.02.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, რის შემდეგაც „ევროპული საქართველო" საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის გარეშე დარჩება.

"შვიდი დეპუტატის გამოსვლის შემდეგ უმცირესობა დაიშლება, რადგან უმცირესობაში მყოფი დეპუტატების რაოდენობა უმცირესობის გარეთ მყოფთა რაოდენობას გადააჭარბებს. ახალი უმცირესობის შექმნის საშუალებაც იქნება. ბევრი სხვადასხვა შეხედულების ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, სხვადასხვა ფრაქცია შექმნას, მაგრამ ახალ უმცირესობაში გაერთიანდნენ. ეს იქნება ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალი უმცირესობის შესაქმნელად. ქვეყანაში ალტერნატიულ ძალას ითხოვენ და ეს რეალურია საპარლამენტო ცხოვრებაში", - განუცხადა ჭიჭინაძემ "პირველ არხს".

ამ დროისთვის „ევროპული საქართველო" პარლამენტში წარმოდგენილია 20 დეპუტატით და საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი აქვს; უმრავლესობას - 115 კანონმდებელი ჰყავს; უმცირესობისა და უმრავლესობის გარეთ, კერძოდ ექვს-ექვსი დეპუტატია ორ ფრაქციაში - „ნაციონალურ მოძრაობასა" და „პატრიოტთა ალიანსში", ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია - ნატო ჩხეიძე და მამუკა ჩიქოვანი.

იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობას შვიდი დეპუტატი დატოვებს, უმცირესობის გარეთ 21 დეპუტატი იქნება, უმცირესობაში კი 20 პარლამენტარია. საპარლამენტო უმცირესობას პარლამენტში საკითხების განხილვისას ეთმობა მეტი დრო, ჰყავს აპარატი, მოქმედებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თანამდებობაც.

 

"პირველი რადიო"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×