ავსტრიაში, ვენაში მცხოვრებმა ქართველმა მხატვარმა ლია გულუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდა ქალი აბაზანაში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. მომღერალი თამარ ივერი შემდეგი სახის მიმართვას აქვეყნებს:
"ლია ღმერთო, რა სიმბოლურია შენი სიტყვები "ჩემი ბოლო ლაივი". ჩემო ყველაზე ლიბერალურო ადამიანო. შენ გიყვარდა ყველა დაჩაგრული, ღარიბი. გვერდზე ედექი სირიელ ლტოლვილებს, მათთვის შეჰქმენი ეგ თავისუფალი აკადემია, რომ ლტოლვილ ბავშვებს უფასოდ ესწავლათ შენთან ხატვა, ძერწვა და ხელობა გვერდზე ედექი ყველა შავკანიანს, მუსულმანს, ებრაელს, უმცირესობებს, ყველას, ყველას, ტრანსპარანტებით იდექი რუსული ოკუპაციის თემებზე ვენის ცენტრში... საოცრად პირდაპირი,ზოგჯერ ხისტი,ზოგჯერ ბავშვივით მიამიტი. შვიდობით, ჩემო მეამბოხე, რევოლუციური... ლიბერალური სულის მეგობარო. ძალიან, ძალიან მომენატრები იცოდე" - წერს ივერი.