რეზონანსი
18.02.2019

 რეჟისორ რობიკო სტურუასა და კომპოზიტორ გია ყანჩელის ფოტო, რომელიც ერთ-ერთ კლინიკაში, პალატაშია გადაღებული ფეისბუქის გვერდზე თავად რობიკო სტურუამ გააზიარა და ფოტოს შემდეგი მინაწერი გაუკეთა.

"ძველი მეგობრების შეხვედრა. მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული! გია სახლში მიდის, ინტერვიუ უნდა მისცეს ლამაზ გოგონას!" – წერს რეჟისორი.

ცნობისთვის, გუშინ ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიის ცენტრმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კომპოზიტორი გია ყანჩელი და რეჟისორი რობერტ სტურუა არიან აღბეჭდილნი, ისინი ერთ პალატაში გადაიღეს.

ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:

"წლის ფოტო ჰელსიკორიდან: გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთმანეთს ამხნევებენ! გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანებს!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×