რეზონანსი
17.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდში სამშენებლო მასალების ქარხანა გაქურდეს. საამქროს დირექტორი უჩა ტუფურიას განცხადებით, 1000 ლარამდე ინვენტარია წაღებული. ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.

„დილით მუშა რომ მოვიდა, კარი დახვდა ღია და ნახა, რომ წაღებული იყო მასალები, ბლოკის ამწევი, ხრახნი და სხვადასხვა მასალა. განვაცხადე პოლიციაში და დავწერე განცხადება"- აცხადებს ტუფურია.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში ცაცხვის პოლიციის რწმუნებული იმყოფებობა და მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×