რეზონანსი
17.02.2019

 (რეზონანსი) დეკანოზ გიორგი მამალაძეს დიაგნოზის დასადგენად მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდა.

როგორც ღუდუშაურის კლინიკაში ამბობენ, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მთელი ღამის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. უტარდებოდა სტანდარტული მკურნალობა. დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის პაციენტს ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, რომლის დეტალური შედეგიც სავარაუდოდ ხვალ იქნება. კონტრაქტორ კლინიკაში იყო გადაყვანილი. შეზღუდული აქვს მოძრაობა მარჯვენა ხელ-ფეხში, სწორედ ამ მოვლენის ვერიფიცირებისტის გვჭირდება მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა, შემდგომი კვლევები, რასაც ვუტარებთ და ჩავუტარებთ", - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×