რეზონანსი
17.02.2019

 (რეზონანსი) 20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24:00 საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა", - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

 

"ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×