რეზონანსი
17.02.2019

 (რეზონანსი) ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება - რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ.

ტაძარში შევიდა ორი ადამიანი - მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს და რომელმაც აღიმაღლა თავი თვისი და ლოცულობს, რომ მე ვასრულებ კანონებს და მე არ ვარ ისეთი, როგორიც მეზვერეა. ეს არის საოცარი მასწავლებელი ჩვენთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ თავის ამაღლებას მოაქვს დაცემა და შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს სულიწმინდის მადლი, რომ ვიგრძნოთ ჩვენი ცოდვა. ვიგრძნოთ, გავითავისოთ ის უარყოფითი მხარეები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. დალოცვილი იყავით და გაიხარეთ. ღმერთმა მოგცეთ მადლი სულისა წმიდისა",- ბრძანა პატრიარქმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×