რეზონანსი
17.02.2019

 ოთხი ადამიანი დაიღუპა მძევლების აყვანისას ამერიკის მისისიპის შტატში. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მოვლენები ქალაქ კლინტონში განვითარდა. ბოროტმოქმედს მძევლად რამდენიმე ადამიანი საცხოვრებელ სახლში 12 საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არ სახელდება. სამართალდამცველებმა ბავშვების გათავისუფლება რამდენიმე საათში შეძლეს.

ინციდენტის დროს ოთხი ადამიანია მოკლული. სამართალდამცველთაგან არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარის მიზეზი დგინდება.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×