რეზონანსი
17.02.2019

 ბათუმისა და ფოთის პორტებში რადიაქტიური ნივთიერებების სკანერი უკვე რამდენჯერმე განგაშის რეჟიმზე ჩაირთო. მიზეზი იაპონიიდან შემოსული ავტომობილებია. გაირკვა, რომ მანქანები რადიაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული. ფოთის და ბათუმის პორტებში დამონტაჟებულ სკანერებზე განგაშის სისტემაც ირთვება, თუმცა, ავტომობილები საქართველოს ტერიტორიაზე მაინც შემოჰყვათ.

ბირთვული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტი ხელმოწერით ადასტურებს, რომ იაპონიიდან იმპორტირებულ ნისან იქს ტრეილში რადიაციული გამოსხივება დასაშვებ ზღვარს აღემატებოდა. ამ დროს საქართველოში იაპონიიდან სიცოცხლისთვის საშიში, რადიაციულად დაბინძურებული ავტომობილები ხშირად შემოდის.

სპეციალისტების მოთხოვნაა, რომ მფლობელებმა მანქანები ინდივიდუალურად შეამოწმონ, რადიაციული გამოსხივების კერის აღმოჩენის შემდეგ ავტომობილი ან უკან იაპონიაში დააბრუნონ ან სახელმწიფომ ასეთი მანქანების დამარხვა უზრუნველყოს.

იაპონიაში ავტომობილის შეძენა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით იაფი ჯდება, ამიტომ ქართველი მძღოლები მანქანის ყიდვისას არჩევანს ამ ქვეყანაზე აკეთებენ.

საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების იმპორტი. პასუხისმგებელი კონტროლზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა.

რადიაცია უხილავი საფრთხეა, რომელიც ყველაზე მეტად გენეტიკაზე მოქმედებს და უმძიმეს დაავადებებს იწვევს. იაპონიიდან შემოსული, სავარაუდოდ, საშიში ავტომობილებით ხშირად მოქალაქეები სხვებსაც ემსახურებიან, ამიტომ საფრთხე არა მხოლოდ ავტომფლობელების, არამედ იმ მოქალეების სიცოცხლესაც ექმნება, რომელმაც სულ არ იცის, რა რისკის მატარებელია ასეთი ტაქსით მგზავრობა.

(კურიერი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×