რეზონანსი
17.02.2019

 ქუთაისში, მწვანეყვავილას უბანში მეწყერი ჩამოწვა. „რიონჰესის“ დასახლებაში მეწყერის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და საავტომობილო გზა ჩახერგა. დაზიანდა ასევე ელექტროენერგიის სადენები და ბუნებრივი აირის მილები.

სტიქიის ზონაში ღამე სპეციალურმა ტექნიკამ იმუშავა, რომლის საშუალებით ჩახერგილი გზა გაწმინდა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ „სოკარ ჯორჯია გაზის“ ჯგუფები, რომლებიც ბუნებრივი აირის დაზიანებულ მილებს აღადგენენ.

„ყველა შესაბამის სამსახურს დაუყონებლივ მივეცით დავალება და სტიქიის ლიკვიდაცია უმოკლეს დროში მოვახერხეთ. პარალელურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და მოსახლეობას არ შექმნია გადაადგილების პრობლემა. დილიდან კი „სოკარ ჯორჯია“ დაზიანებულ მილებს აღადგენს“,- განაცხადა ქუთაისის მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×