რეზონანსი
17.02.2019

 ძმიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის ვალერი ირემაძის საცხოვრებელ სახლში ფსიქოტროპული მედიკამენტები იქნა აღმოჩენილი. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულს მკვლელობამდე 2 კვირით ადრე მძიმე დეპრესია ჰქონდა, ის თავს შეუძლოდ გრძნობდა და მკურნალობას ითხოვდა. ვალერის მეგობრები პირად საუბრებში აღნიშნავენ რომ ბოლო 10 დღე ის სახლიდან საერთოდ არ გამოდიოდა, მისი ძმისშვილისგან კი იცოდნენ რომ მამაკაცს ჰალუცინაციები დაეწყო და ხშირად აღნიშნავდა რომ მას უთვალთვალებენ, რის გამოც ყველას სათანადოდ გაუსწორდება.

როგორც "ინფო რუსთავს" უამბეს, მკვლელობის წინა დღეს მან საკუთარი მამა სცემა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებთან საუბარში მან განაცხადა რომ წაიქცა და თავი იატაკს დაარტყა. ბინაში დაბრუნებულ მამას შვილი ისევ აგრესიული დახვდა, რის გამოც მან რძალს სთხოვა სახლიდან წასულიყვნენ და მცირეწლოვანი ბავშვიც წაეყვანათ.

იქიდან გამომდინარე, რომ მამა-შვილს კონფლიქტი ჰქონდათ 13 წლის ბიჭმა სახლში დარჩენა ამჯობინა და უთქვამს რომ, ვთხოვ და იქნებ ჩემი ხათრით პაპას ფიზიკურად აღარ გაუსწორდესო. ვალერის მეგობრები აშნიშნავენ რომ ბიძას და ძმის შვილს განსაკუთრებულად უყვარდათ ერთმანეთი, ბრალდებული მას შვილად მიიჩნევდა.

მეზობლების ინფორმაციით მკვლელობის დღეს ვალერის სავარაუდოდ ფსიქოტროპული აბები ჰქონდა მიღებული, ერთერთი მეგობარისთვის მას უთქვამს რომ ერთი ფირფიტა მთლიანად დავლიეო. მეგობრებმა ასევე გაარკვიეს, რომ ბრალდებული წამლებს სააფთიაქო ქსელში ექიმის ცნობის დახმარებით ხშირად ყიდულობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×