რეზონანსი
16.02.2019

 ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე ეზიარა, - ამის შესახებ ლაზეთისა და ბათუმის ეპარქიის სასულიერო პირმა, მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებს კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„მოსული ვიყავი, მამა გიორგი შეუძლოდ გახლდათ. ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება.

როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩრებული. იმედია, ღვთის წყალობით კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია. მამაოს გადაადგილება არ შეუძლია" - განაცხახა მამა ნიკოლოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×