რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.

ათივე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×