რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში 154 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.

ახალაშენებულ ორ კორპუსებში საცხოვრებელ ფართს სოფელ წაბლანაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 208 ეკომიგრანტი ოჯახიც მიიღებს.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები დღეს გადასცეს. ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ესწრებოდა.

ორი 16-სართულიანი კორპუსის ასაშენებლად აჭარის ბიუჯეტიდან 1 550 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან კი 9 000 000 ლარზე მეტი გამოიყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×