რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხენის ხორცი ბაზრებშიც აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, რასაც სააგენტოს მყისიერი რეაგირება მოჰყვა - სურსათი ბაზრიდან გამოითხოვეს, განხორციელდა ზედამხედველობა და ბიზნესოპერატორებს დაეკისრათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმები.

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია. დამატებითი მოკვლევის მიზნით საქმეები გადაეცა შესაბამის უწყებებს", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ სამტრეგიის 24 ბაგა-ბაღში ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. შპს „ელენიკო", რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×