რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.

დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნიკოლა დიმიტროვმა.

დავით ზალკალიანი და ნიკოლა დიმიტროვი ერთმანეთს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდნენ.

„მისასალმებელია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება. დარწმუნებული ვართ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყნას შორის ურთიერთობების დინამიკას", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×