რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) შპს „ელენიკო", რომელმაც სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცი შეიტანა, არსებული ინფორმაციით, 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორი ხათუნა გაგუა ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტს ადასტურებს. ფაქტი გასული წლის 16 ოქტომბერს მოხდა.

მისივე თქმით, იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ, დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.

აღსანიშნავია, რომ შპს „ელენიკო" აღნიშნული ხორცით სამტრედიის 24 ბაგა-ბაღს ამარაგებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×