რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში გადაყვანას და მისი ზიარების მოთხოვნას ეხმაურება:

"როდესაც დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უზიარებლობით დასჯა და მაზიარებლის პასუხისმგებლობა რას ნიშნავს, ძალიან კარგად იციან ეპისკოპოსებმაც და მღვდლებმაც! ეს შესანიშნავად იცის დეკანოზმა მამალაძემაც! სწორედ მაზიარებლის პასუხისმგებლობას გაუსვეს ხაზი საპატრიარქოს განცხადებაში. არა ვინმესთვის პასუხის მოთხოვნას და დასჯას დეკანოზის ზიარებისთვის, არამედ მაზიარებელი ღვთისმსახურის პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე! ხომ არიან გულდამწვარი ჭირისუფლები?! მათ შორის, მიტროპოლიტიკოსი პეტრე ცაავა ხომ გამოდის ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით?! ჰოდა, აზიაროს! და იკისროს მაზიარებლის პასუხისმგებლობა უფლის წინაშე! რატომ არ აზიარებს?! იცის, ძალიან კარგად იცის, რატომაც!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×