რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) 16-19 თებერვალს საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესება და ქარია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ ნაწილში წვიმიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება.

"16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" -აცხადებენ გარემო ეროვნულ სააგენტოში.

 

"მეტრონომი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×