რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის თეონა ჭალიძის განცხადებით, საბავშვო ბაღების კვების რაციონში, 2018 წელსაც დაფიქსირდა ცხენის ხორცი. საუბარია სამტრედაში მდებარე ბაგა-ბაღებზე.

"ცხენის ხორცის გამოყენება საბავშვო ბაღებში 2018 წელსაც დაფიქსირდა! საუბარია სამტრედიის ბაგა - ბაღებზე. მიმაჩნია, რომ ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, უპასუხისმგებლო და უნამუსო ქმედება, რომელიც განხორციელდა ბიზნეს ოპერატორის მხრიდან.

ამაზე პასუხი უნდა აგოს ხელისუფლებამ. ბავშვები სკვებაზე გაკეთებული ეკონომია სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს. აუცილებელია კანონმდებლობის გამკაცრება დასაკვები პროდუქტის ლაბორატორიული შემოწმებისთვის, ნიმუშების აღების უფლების მიცემა ყველა დაინტერესებული პირისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტოს გეგმიური თუ არა გეგმიური შემოწმებები არაა საკმარისი და როგორც ხედავთ სრულ სურათს არ გვაძლევს. დადასტურებული შემთხვევა ნიშნავს იმას, რომ ბევრად მეტი მძიმე ხასიათის დარღვევაა საბავშვო ბაღებში, რომელიც გამოეპარა სურსათის ეროვნულსააგენტოს"- განაცხადა თეონა ჭალიძემ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რამდენიმე რეგიონის საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×