რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) გარყვნილი ქმედების ფაქტი 8 წლის გოგონას მიმართ - სამართალდამცავებმა გამოძიება მშობლების მიმართვის შედეგად დაიწყეს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 29 წლის მამაკაცი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

გოგონას დედის განცხადებით, შემთხვევა 2 თებერვალს ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სასტუმროში მოხდა. დედა აღნიშნულ სასტუმროში მუშაობდა და გოგონას კი იქ ხშირად ტოვებდა. მას შემდეგ, რაც სასტუმროში გარყვნილი ქმედების ორ საეჭვო ფაქტს თავად შეესწრო, ეჭვი საკუთარ შვილთან ჩადენილ იგივე ქმედებაზეც მიიტანა. 8 წლის გოგონა გამოკითხვის შემდეგ კი დარწმუნდა და დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×