რეზონანსი
16.02.2019

 (რეზონანსი) ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტრამპმა შესაბამისი წერილები კონგრესის ორივე პალატის ხელმძღვანელს უკვე გაუგზავნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება, კონგრესის გვერდის ავლით ტრამპს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის საჭირო სახსრებამდე წვდომის საშუალებას აძლევს. საუბარია 8 მილიარდ ამერიკულ დოლარზე.

არსებული ინფორმაციით დემოკრატები ტრამპის დადგენილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ტრამპმა ამასთანავე ხელი მოაწერა მთავრობის დაფინანსების შესახებ კანონპროექტსაც, რომლითაც ქვეყნაში ე.წ. შათდაუნის განმეორება თავიდან აიცილეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×