რეზონანსი
16.02.2019

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გვიან ღამით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, დეკანოზს წინასწარი დიაგნოზით ჰიპერტონული კრიზი, თავის ტვინის ტრანზიტორული ტიპის იშემიური შეტევა განუვითარდა.

დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზ უჭირს მეტყველება და მარჯვენა კიდურს ვერ ამოძრავებს:

"უჭირს მეტყველება და ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს, უჭირს სიმძიმის დაკავება. ჩვენ ჯერ არ შევხვედრილვართ და მივიღეთ პირობა, რომ როცა შესაძლებელი იქნება, ვნახავთ დეკანოზს. იმედია, მდგომარეობა არ გაუარესდება. კვლევები ახლაც მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×