რეზონანსი
15.02.2019

„ჩვენ ვართ დაუმთავრებელი წინადადებების ქვეყანა, ყველაფერს ვამბობთ სანახევროდ, არავინ არაფერს ამბობს ბოლომდე და, ბუნებრივია, საზოგადოებაც ვერ იგებს ვერაფერს,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ.

„საქართველოს მთავრობების ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ეს იყო და არის, ფაქტობრივად, თავის მართლების ისტორია არჩევნების წინ დადებული დაპირებების არშესრულების გამო. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ არაკომპეტენტური ხალხია მთავრობაში, არამედ ის, რომ უკვე ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა არჩევნების წინ გაზვიადებული დაპირებების გაცემა. ეს დაპირება ზოგჯერ თავად იმასაც სჯერა, ვინც სამოთხეს გვპირდება. ხშირად პირველივე წლიდან იწყებს მთავრობა თავის მართლების რეჟიმში ჩადგომას. 

ჩვენ ვერასდროს მივედით იმ სიტუაციამდე, რომ გავიაზროთ ის, სად ვართ ახლა და რა არის მომავალი ორი წლის განმავლობაში მიღწევადი. ამის მიზეზი ისიცაა, რომ ამის გაჟღერება ძალიან არაკომფორტულია და გაიგივებულია არჩევნების წაგებასთან. სამწუხაროდ, საზოგადოებას არ ჰყოფნის იმის კომპეტენცია, რომ ზუსტად გაარკვიოს, რა არის შესრულებადი და რა არა", - განაცხადა კაკულიამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×